ფეხბურთი

22:20 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" უილსონი, ვუდბარნი და ელიოტი გაანათხოვრა

"ლივერპულმა" უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჰარი უილსონი, ბენ ვუდბარნი და ჰარვი ელიოტი შესაბამისად "კარდიფსა" და "ბლექპულსა" და "ბლექბერნში" ერთწლიანი იჯარის წესით გაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის ჩემპიონმა ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით დაადასტურა.

ჰარი პირველ გუნდში 2018 წელს დააწინაურეს და ორჯერ იყო განათხოვრებული "ბორნმუთსა" და "დერბიში". რაც შეეხება ბენს, ვუდბარნი 2017 წელს გადავიდა ძირითად გუნდში და ბოლო ორი წელია იჯარის წესით "ოქსფორდსა" და "შეფილდ იუნაიტედში" თამაშობდა. ჰარვი ელიოტი კი "მერსისაიდელებმა" 2019 წელს "ფულჰემიდან" დაიმატეს და "წითლების მაისურით ელიოტმა ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106319