ფეხბურთი

20:20 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაბლო საბალეტამ კარიერა დაასრულა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ საფებურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს ტვიტერის გვერდის მეშვეობით ამცნო.

საბალეტამ კარიერა "სან ლორენცოში" დაიწყო და პირველ გუნდში 2003 წელს დააწინაურეს. 2005 წელს პაბლო ევროპაში წავიდა სათამაშოდ და "ესპანიოლთან" გააფორმა კონტრაქტი. სამი სეზონის განმავლობაში ბარსელონური გუნდის რიგებში საბალეტამ 102 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

ესპანეთში დამაჯერებელი თამაშის გამო საბალეტა "მანჩესტერ სიტიმ" 2008 წელს დაიმატა და ინგლისურ კლუბში არგენტინელმა ცხრა წელი გაატარა. "ქალაქელების" რიგებში ასპარეზობის პერიოდში საბალეტა ინგლისის ჩემპიონი, ასოციაციის თასის მფლობელი და ლიგის თასის მფლობელი ორ-ორჯერ გახდა. ასევე, სუპერთასი ერთხელ მოიგო. საბალეტა 2012/13 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო გუნდშიც შეიყვანეს. ჯამში, "სიტის" მაისურით საბალეტამ 333 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პეპ გვარდიოლას მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ საბალეტამ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა და ბოლო სამი სეზონი "ვესტ ჰემში" გაატარა, სადაც 79 მატჩის ჩატარება მოასწრო. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში პაბლო 2005 წლიდან თამაშობდა და 58-ჯერ მოირგო ეროვნული გუნდის მაისური. 2014 წელს საბალეტა ახლოს იყო მსოფლიოს ჩემპიონობასთან. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე პაბლომ ველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111406