ფეხბურთი

19:33 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის წინ "ბარსელონაში" მესის დებიუტი შედგა (+VIDEO)

2004 წლის 16 ოქტომბერი "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელი თარიღია. ამ დღეს, "ბლაუგრანას" რიგებში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლიონელ მესის ჰქონდა დებიუტი. "ესპანიოლთან" სტუმრად მოგებულ (1:0) პრიმერადივიზიონის მატჩში არგენტინელმა ერთადერთი გოლის ავტორი პორტუგალიელი დეკუ 82-ე წუთზე შეცვალა. იმ დღეს მესი 17 წლის, სამი თვის და 22 დღის იყო.

ამ დღის შემდეგ 16 წელი გავიდა, ხოლო ლიონელ მესი თამამად შეიძლება ითქვა, რომ "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. პირველი გოლი სამხრეთამერიკელმა "ალბასეტეს" გაუტანა და დღემდე ჩატარებულ 734 მატჩში 635-ჯერ გაახარა გულშემატკივრები. ამავდროულად, ლიონელს 279 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

მესის "ბარსელონაში" გატარებული კარიერის განმავლობაში დღემდე 34 ტიტული აქვს მოგებული. ესპანელის ჩემპიონი სამხრეთამერიკელი ათჯერ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - ოთხჯერ. ოქროს ბურთის მფლობელი მესი ექვსჯერ გახდა, ხოლო ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად ასევე ექვსჯერ დაასახელეს. არგენტინელი ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის ბომბარდირი ექვს-ექვსჯერ გახდა.

მესი 33 წლისაა და მიმდინარე წელს "ბარსელონას" დატოვება სურდა, თუმცა ეს ვერ შეძლო. კლუბის ხელმძღვანელობასთან მესის დაძაბული ურთიერთობა აქვს და 2021 წელს კონტრაქტიც უმთარდება "ბარსელონასთან". არავინ იციცს როგორ განვითარდება კლუბში ვითარება, დარჩება მესი თუ წავა სხვა გუნდში. შესაძლოა 2020/21 წლების სეზონის არგენტინელისთვის "ბარსელონაში" საბოლოო აღმოჩნდეს.

0.153526