ფეხბურთი

12:24 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია 10 000 ევროთი დააჯარიმეს

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფინანსურად დააჯარიმეს. ქართველმა სპეციალისტმა ზედიზედ ორჯერ პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარი თქვა და ამიტომ დაისაჯა.

კვიპროსში არსებულები დებულებით, მწვრთნელები მატჩის შემდეგ ვალდებულნი არიან პრესკონფერენცია ჩაატარონ.

ქეცბაიამ „აპოლონთან“ მატჩის შემდეგ მხოლოდ ეს თქვა - „კომენტარის გარეშე“ და საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა. შემდეგ კი „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებაც ორი სიტყვით შეაფასა - „ყველაფერი კარგადაა“. ამიტომაც, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ქეცბაიას ჯამში 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისი“ 5 მატჩში მოპოვებული 10 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, სტუმრად „ნეა სალამისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124328