ფეხბურთი

20:50 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ვასილ მაისურაძის გუნდმა გორში აზერბაიჯანის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლა და დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ლოგიკურად იმარჯვეს - 1:0. ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გავიდა. ლუკა ლაკვეხელიანის პასით გიორგი გულიაშვილმა თავით გაიტანა და როგორც გაირკვა მატჩის ბედი გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრებს კიდევ არაერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ საგოლე მომენტები სათანადადოდ ვერ გამოიყენა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 9 თამაშში 4 მოგება, 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში 12 ქულით მესამე ადგილზეა. ბოლო ტურში კი 12 ნოემბერს, სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს.

საქართველო (U21) - აზერბაიჯანი (U21) 1:0 (1:0)

გორი, „თენგუზ ბურჯანაძე“

საქართელო (5-4-1): მამარდაშვილი, სილაგაძე (აზაროვი 75), ბურჯანაძე (ანდრონიკაშვილი 82), ლოჩოშვილი (გელაშვილი 68), კობოური, ლაკვეხელიანი; დარცმელია, კუცია (მექვაბიშვილი 46), სამურკასოვი, გულიაშვილი; სპანდერაშვილი (კუხიანიძე 46)

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

აზერბაიჯანი (4-3-2-1): იბრაჰიმოვი; ჰუსეინლი, კაპლანი, აჰმადოვი, ტამაზოვი; ვალიზადა, აჰმადოვი (ბაირამოვი 58), აბდულაზადე; კოკჩუ, ეკინჩერი (ჯაფარგულიევი 58); ოკსუზი (ილდირიმი 77)

მწვრთნელი: ვლადიმირ კოზული

გოლი: 1:0 გულიაშვილი (42)

0.112383