ჩოგბურთი

17:53 | 29.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

2013 წლის მოლოდინით

მიმდინარე სეზონში სერენა უილიამსმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრა წააგო, მაგრამ მას შემდეგ მოყოლებული ერთადერთი მატჩი დათმო, ამასთან 7 ტურნირი მოიგო. სერენამ წლეულს უიმბლდონზე, ოლიმპიადაზე, აშშ-ის ღია პირველობასა და სტამბოლის წლის შემაჯამებელ ტურნირზე იმარჯვა, თუმცა, ჩატარებულ სეზონთაგან საუკეთესოდ მაინც 2002-ს მიიჩნევს. “წლის დასაწყისში კარგად ვერ ვთამაშობდი, მაგრამ იმედია, 2013-ში მოვუმატებ და მთელ სეზონს სტაბილურად მაღალ დონეზე ჩავატარებ”, - ემუქრება მეტოქეებს უილიამს-უმცროსი.
დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში სერენა კვლავინდებურად მესამეა, თუმცა, ლიდერებს თანდათან უახლოვდება და თუკი აღებული ტემპი შეინარჩუნა, წინსვლაც ექნება. უკვე მეექვსეა იტალიელი სარა ერანი, ხოლო პეტრა კვიტოვა ნელ-ნელა ქვემოთ იწევს და დღევანდელ კლასიფიკაციაში მერვეა.

South African Airways ATP Rankings
1 (1) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 12315
2 (2) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 11970
3 (3) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 7690
4 (4) რაფა ნადალი (ესპანეთი) 6905
5 (5) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 5610
6 (6) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4985
7 (7) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 4710
8 (8) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 3990
9 (9) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 3100
10 (10) ხუან მონაკო (არგენტინა) 2775

WTA Tour Singles Rankings
1 (1) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 10595
2 (2) მარია შარაპოვა (რუსეთი) 10045
3 (3) სერენა უილიამსი (აშშ) 9400
4 (4) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 7425
5 (5) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 5550
6 (7) სარა ერანი (იტალია) 5100
7 (8) ნა ლი (ჩინეთი) 5095
8 (6) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 5085
9 (9) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 4135
10 (10) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 3740
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162112