ფეხბურთი

21:11 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ყოფილი ფეხბურთელის, ფრანჩესკო ტოტის მამა ენცო ტოტი კორონავირუსით გარდაიცვალა.

გავლენიანი იტალიური გამოცემების ცნობით, ტოტის მამას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რასაც კორონავირუსი დაემატა და საავადმყოფოში მოათავსვეს. თუმცა, ენცომ COVID-19-ის დამარცხება ვერ მოახერხა და გარდაიცვალა.

ენცო ტოტი 76 წლის იყო და მისი შვილის წარმატებულ კარიერაში მას დიდი წვლილი მიუძღვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115851