ფეხბურთი

15:12 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობინიო მშობლიურ გუნდში დაბრუნდა და მისი ხელფასი თვეში 230 ევრო იქნება

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რობინიო მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნდა - უკვე მეოთხედ. 36 წლის შემტევმა კლუბთან 5-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და ის პრაქტიკულად უსასყიდლოდ ითამაშებს.

საქმე ისაა, რომ რობინიოს ხელფასი მხოლოდ სიმბოლური იქნება - თვეში 230 ევრო. ბრაზილიელს სურს, რომ მშობლიურ გუნდს დახმარება გაუწიოს და ხელფასი მისთვის საინტერესო არ ყოფილა.

რობინიოს კარიერა „სანტოსში“ დაიწყო, რომლის აკადემიაში 1996-2002 წლებში ითამაშა, ხოლო მთავარ გუნდში 2002-2005, 2010 და 2014-2015 წლებში უკვე თამაშობდა. მთლიანობაში მან „სანტოსში“ 253-ჯერ ითამაშა და 111 გოლი გაიტანა.

კარიერის განმავლობაში „რეალის“, „მანჩესტერ სიტის“, „მილანის“, „გუანჯოუს“, „ატლეტიკო მინეიროს“, „სივასპორისა“ და „ბაშაკშეჰირის“ ღირსებას იცავდა. ბრაზილიის ნაკრებში კი 2003-2017 წლებში 100-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 28-ჯერ დალაშქრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114107