ფეხბურთი

1:16 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია: "ვეცდებით წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ სომხეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ქართელი ფეხბურთელის განცხადებით, ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა და ეცდებიან წინ მორიგი ნაბიჯი გადადგან.

„ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებით დავასრულეთ ბელარუსთან თამაში. მოედანზე კარგი განწყობით გავალთ და შევეცდებით ეს ყველაფერი შედეგში ავსახოთ. ქართული ფეხბურთისთვის მნიშნველოვანია С ჯგუფშიც წარმატების მიღწევა და შევეცდებით ხვალინდელი თამაშით, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ“, - განაცხადა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჯგუფში საქართველო და ჩრდ. მაკედონია 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო სომხეთს 3 და ესტონეთს 0 ქულა აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.112557