ფეხბურთი

23:50 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: „რეალში“ დარჩენა მინდა, მაგრამ...“

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, ჟურნალისტებს თავისი მომავლის შესახებ ესაუბრა.

„კლუბშიც და ნაკრებშიც მსგავსი სიტუაციაა. ყოველ მატჩში გავდივარ მინდორზე. ვნახოთ, ახლო მომავალში რა იქნება. „რეალში“ დარჩენა მინდა, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ასაკს თავისი მიაქვს. ჯერჯერობით ვგრძნობ, მადრიდელთათვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ. როცა შევატყობ, ვითარება იცვლება, ახალ გამოწვევებს მოვძებნი.“ - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს ესპანური Marca.

მოდრიჩი „რეალში“ „ტოტენჰემიდან“ 2012 წელს გადავიდა. მადრიდელთა მაისურით მან ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ ქვეყნის თასს, სამჯერ კი სუპერთასს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114207