ფეხბურთი

15:25 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის და კოლუმბიის დამაჯერებელი სტარტი

სამხრეთ ამერიკაში 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის პირველი ტური დასრულდა. ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატისკენ სვლა დამაჯერებლად და ადვილი გამარჯვებებით დაიწყეს.

ბრაზილიამ საკუთარ მოედანზე ბოლივიის ნაკრებს უმასპინძლა და 5 უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი შეასრულა „ლივერპულის“ ფორვარდმა რობერტო ფირმინომ, ხოლო მის გარდა მარკინიოსმა და ფელიპე კოუტინიომ დაამწუხრეს მეტოქე.

კოლუმბიამ ვენესუელას პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე, სამი გოლი გაუტანა და მარტივად იმარჯვა. ბერგამოს „ატალანტას“ ბრწყინვალე ფორმაში ყოფნა კოლუმბიის ნაკრებსაც გამოადგა და იტალიური გუნდის ფორვარდებმა, დუვან საპატამ და ლუის მურიელმა შეძლეს სტუმართა კარის დალაშქვრა.

კონმებოლში შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩები 14 ოქტომბერს გაიმართება.

ბრაზილია - ბოლივია 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 მარკინიოსი (16), 2:0 ფირმინო (30), 3:0 ფირმინო (49), 4:0 კარასკო (66, ა.გ), 5:0 კოუტინიო (73)

კოლუმბია - ვენესუელა 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 საპატა (16), 2:0 მურიელი (26), 3:0 მურიელი (45)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129486