ფეხბურთი

20:25 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სამ მატჩში ხუთი გოლი - პრემიერლიგაში საუკეთესოდ კალვერტ-ლიუინი დაასახელეს

პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ევერტონის" თავდამსხმელი დომინიკ კალვერტ-ლიუინი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

დომინიკმა სექტემბრის თვეში პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. კალვერტ-ლიუინმა "ტოტენჰემთან" და "კრისტალ პალასთან" თითო-თითო გოლი გაიტანა, ხოლო "ვესტ ბრომვიჩთან" ჰეთთიკი შეასრულა.

სულ მიმდინარე სეზონში დომინიკმა ექვსი შეხვედრა ჩაატარა და თავი ცხრა გოლით გამოიჩინა. "ევერტონის" ფეხბურთელი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და უელსთან მოგებულ (3:0) ამხანაგურ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111931