ფეხბურთი

14:51 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა: "ჩემი ოცნება "რეალში" თამაშია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ მისი ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაშია. ინგლისელი ნახევარმცველის განცხადებით, ეს ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც თვითონაა.

„ყველა ფეხბურთელს სურს „რეალში“ თამაში. ეს ჩემი ოცნებაცაა, რომელიც ერთ დღეს შეიძლება ახდეს, რატომაც არა. თუმცა, „მანჩესტერში“ ვარ და ჩემი კლუბი მიყვარს, ვშრომობ, ჩემი კლუბის მწვერვალზე დასაბრუნებლად.

„რეალზე“ ბევრი ჭორი მსმენია, მაგრამ არავისთან საუბარი არ მქონია და ახლა აქ ვარ, მანჩესტერში. ეს კლუბი იმსახურებს ტიტულების მოგებას, ადვილი არ არის, მაგრამ ყველა ჩვენგანის მიზანია - ფეხბურთელების, ხელმძღვანელობის და პერსონალის“, - თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, პოლ პოგბას კარიერა „მანჩესტერში“ დაიწყო, საიდანაც „იუვენტუსში“ გადავიდა და ინგლისურ კლუბს 2016 წელს დაუბრუნდა.

0.105867