ფეხბურთი

0:37 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველოს ბოლო წინაღობა ევრო 2020-მდე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. იგორ ანგელოვსკის გუნდმა ნახევარფინალში კოსოვო ნაკრების საკუთარ მოედანზე დამარცხება მოახერხა.

სამი გოლი გავიდა და სამივე პირველივე ტაიმში. ბენჟამინ კოლოლის ავტოგოლით მასპინძლები წინ გავიდნენ, რასაც ფლორენ ჰადერგიონაიმ უპასუხა. თუმცა, ანგარიში თანაბარი მხოლოდ 4 წუთი იყო. გამარჯვების გოლი დარკო ველკოვსკიმ გაიტანა და მაკედონიელებმა 2:1 მოიგეს.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ერთა ლიგის C დივიზიონში ზუსტად ერთი თვის წინ, 8 სექტემბერს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ეს გუნდები სულ მალე, 14 ოქტომბერს, უკვე სკოპიეში შეხვდებიან ისევ ერთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს.

მესამე დაპირისპირება კი ორივე გუნდითვის ერთმნიშვნელოვნად მთავარი და გადამწყვეტი იქნება - 12 ნოემბერს, თბილისში ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვება დასჭირდება.

ჩრდ. მაკედონია - კოსოვო 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 კოლოლი (16, ა.გ), 1:1 ჰადერგიონაი (29), 2:1 ველკოვსკი (33)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16047