ფეხბურთი

21:56 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ნაბიჯი ევრომდე: მთავარი თამაში მოგებულია, უმთავრესი წინაა!

მთავარი თამაში მოგებულია და მთავარი თამაში წინაა! საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე, ნანატრ მიზნამდე ახლა ორის ნაცვლად ერთადერთი ნაბიჯი აშორებს. „ჯვაროსნებმა“ ბელარუსის ნაკრებთან იმარჯვეს, მართალია დიდი ნერვიულობის ხარჯზე, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და საქართველოსნაკრებმა დღეს მხოლოდ ქება დაიმსახურა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეშვიდე წუთზე გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობამ შედეგი გამოიღო, მან თორნიკე ოქრიაშვილს დროული და ზუსტი გადაცემა გააკეთა და ბელარუსმა მცველმა დააგვიანა - თამაშის წესის დარღვევა მოუწია. პენალტი ოქრიაშვილმა შეასრულა და საქართველო წინ გავიდა.

პირველმა ტაიმმა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა, საგოლე მომენტების ნაკლებობა კი ნამდვილად იყო. ყველაზე ხელსაყრელი ეპიზოდ ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდა, რომელმაც სუსტად დაარტყა.

მეორე ნახევარიც ქართველების უპირატესობით დაიწყო და თორნიკე ოქრიაშვილს შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ სტუმართა მეკარემ ივარგა. ბელარუსებმა პირველი საგოლე მომენტი მეორე ტაიმის შუაწელს შექმნეს, როდესაც ჩვენი დაცვის მარცხენა ფლანგი ჩავარდა და ბედად პოდსტრელოვმაკარგი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. სახიფათო მომენტს სახიფათო მომენტით ვუპასუხეთ - ვაკო გვილია ურტყამდა, თუმცა მეკარე ისევ გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. მიხაილ მარხელის გუნდს კიდევ შეეძლო გათანაბრება, ლაპტევი ჯიმი ტაბიძეს გაექცა, მაგრამ კაროს ჩარჩოს ვერ დაუმიზნა.

მეე იყო ნერვიულობის წუთები, ბელარუსმა თამაში ჩვენს ნახევარზე გადმოიტანა და ცდილობდა თამაშის დამატებით დროშ გადაყვანას, მაგრამ ვერ შეძლო და საქართველო ფინალშია!

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალშია!!! დარჩა კიდევ ერთი და რაც მთავარია, ბოლო, ყველაზე რთული ნაბიჯი. 12 ნოემბერს, ისევ თბილისში, ისევ „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გასასვლელად, ჩრდილოეთ მაკედონიის ან კოსოვოს ბარიერის დაძლევა მოუწევს.

საქართველო - ბელარუსი 1:0 (1:0)

თბილისი, „დინამო არენა“

უმაყურებლოდ

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე (ტაბიძე 82), კვირკველია, კაშია, დვალი; კანკავა, კვეკვესკირი; კვარაცხელია (ლობჟანიძე 90), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89); ყაზაიშვილი (შენგელია 81)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ბელარუსი (4-4-2): ხარკტკევიჩი; ზოლოტოვი, მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73); ბახარი (პოდსტრელოვი 63), იაბლონსკი (სკავიში 63), ებონგი, ნეხაიჩიკი; ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მწვრთნელი: მიხაილ მარხელი

გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (7, პენ)

გაფრთხილება: კვეკვესკირი (38), კანკავა (53), ყაზაიშვილი (69) - ნაუმოვი (33)

სტატისტიკა -კარისკენ დარტყმები: 8 (7) – 4 (0) კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166779