ფეხბურთი

10:23 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ისევ დაშავდა

პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი, ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშისას დაშავდა - გვამცნობს ESPN.

წყაროს მტკიცებით, ერთ-ერთი შეჯახებისას მან წელში ტკივილი იგრძნო და ვარჯიში ვეღარ ჩაამთავრა. ექიმებმა გამოიკვლიეს და ფიზიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს. ერთი დღე-ღამის განმავლობაში მედიკოსები მას დააკვირდებიან და შემდეგ გადაწყვეტენ როგორ მოიქცნენ.

შესაძლოა ნეიმარმა ბოლივიასთან და პერუსთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გამოტოვოს.

მიმდინარე სეზონში პსჟ-ის შემადგენლობაში ორი მატჩი გამართა, ერთ-ერთში წითელი ბარათი მიიღო. შედეგიანობით არ გამორჩეულა.

0.156033