ფეხბურთი

21:44 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამომ" ქართველი და ესპანელი თავდამსხმელები დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ორი თავდამსხმელი დაიმატა - დავით სხირტლაძე და კარლოს კასტრო. სხირტლაძეს კარიერის უმეტესი ნაწილი დანიაში აქვს გატარებული, სადაც „ორუჰუსსა“ და „სილკებორგში“ თამაშობდა.

გარდა ამისა, ლატვიური „რიგასისა“ და პოლონური „არკას“ წევრიც იყო. ქართველმა შემტევმა „დინამოსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, ხოლო შემდეგ ხელშეკრულების განახლებას მხარეები განიხილავენ.

მეორე ახალწვეული ესპანელი თავდამსხმელი კარლოს კასტროა, რომელიც თბილისური გუნდის ღირსებას მომავალი წლიდან 2022 წლის ბოლომდე დაიცავს.

25 წლის შემტევმა სახელი ხიხონის „სპორტინგში“ გაითქვა, რომლის მაისურით ესპანეთის ლა ლიგაში 51-ჯერ ითამაშა და 11 გოლი გაიტანა. მათ შორის, ორი გოლი „ბარსელონას“ კარში აქვს გატანილი და ერთხელ მადრიდის "ატლეტიკოც" დაამწუხრა. კასტროს სხვადასხვა პერიოდში „ლუგოს“, „ელჩესა“ და „მალიორკას“ რიგებშიც უთამაშია.

0.15379