ფეხბურთი

20:31 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

უნგრეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის სიმბოლურ ნაკრებში "ფეჰერვარის" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მოხვდა. ქართველი ფორვარდის თამაში ბოლო უიქ-ენდზე NBI-მ გამოარჩია.

ზივზივაძე მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა ტურის საუკეთესო 11-ეულში. ქართველმა შემტევმა გასულ შეხვედრაში „უიპეშტთან“ (5:1) გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. სხვათა შორის, ამავე თამაშში „უიპეშტის“ ერთადერთი გოლი გიორგი ბერიძის ანგარიშზეა.

აქვე გეტყვით, რომ ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116582