ფეხბურთი

0:58 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" კრის სმოლინგი დაიბრუნა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრის სმოლინგი „რომაში“ გაასხვისა. ტრანსფერი ორივე გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისელმა „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სმოლინგი გასულ სეზონშიც „რომაში“ თამაშობდა და 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა, თუმცა იჯარით და აგვისტოში ინგლისში დაბრუნდა.

ახლა, 30 წლის მცველი იტალიურ გუნდში სრულფასოვანი კონტრაქტით ითამაშებს. სმოლინგი „მანჩესტერის“ ღირსებას 2010 წლიდან იცავდა და 323 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, კარიერა კი ლონდონის „ფულჰემში“ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115917