ფეხბურთი

0:23 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე კალეხონი "ფიორენტინაში" ითამაშებს

ფლორენციის „ფიორენტინამ“ ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი ხოსე კალეხონი დაიმატა. ინფორმაცია „იების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანელი „ფიორენტინაში“ ფედერიკო კიეზას შეცვლის, რომელიც ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა.

კალეხონი 2013-2020 წლებში „ნაპოლიში“ თამაშობდა და 349 შეხვედრაში 82 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ესპანიოლსა“ და მადრიდის „რეალში“ უთამაშია, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118848