თამაშგარე

14:24 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის ყოფილი ცოლის დარდები

იტალიელ მობურთალის, მარკო ვერატის ყოფილი ცოლი ლაურა ზაზარა ფეხბურთელთან განშორების შემდეგ კი იძახდა, მარკოზე არა ვარ ნაწყენი და არ ვაპირებ მასზე აუგის თქმასო, მაგრამ როგორც ჩანს მასაც შეუღიტინა ბრაზის ჭიამ და ვერატიზე ისეთი განცხადებები აკეთა, ყურში რომ არ შეიშვება.

ლაურა ზაზარას და მარკო ვერატის ერთი საერთო შვილი ჰყავთ და როგორც ზაზარა ამბობს, ცოლ-ქმრობის დასრულების შემდეგ მარკო საერთოდ აღარ ინტერესდება შვლით და იშვიათია ადამიანი, რომელსაც მასსავით შეუძლია საერთოდ დაივიწყოს საკუთარი შვილი და ამის თანმხლები პასუხისმგებლობები.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მათი თანაცხოვრების პერიოდში ზაზარასა და ვერატის საოჯახო ტანდემი ფრანგულმა ბულვარულმა პრესამ ყველაზე შეუფერებელ წყვილად დაასახელა და კაცმა (ან თუნდაც ქალმა) რომ თქვას ამ შეფასებებში ჟურნალისტები მთლად მტყუანები ნამდვილად არ ყოფილან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145783