ფეხბურთი

10:55 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სატრანსფერო სამკუთხედი: კიეზა "იუვეში", დუგლას კოშტა "ბაიერნში" და დე შილიო საფრანგეთში

„იუვენტუსმა“ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და ფედერიკო კიეზას დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი შეთანხმებულია და ცნობილია გარიგების დეტალებიც.

კიეზა „იუვეში“ ორწლიანი იჯარით გადავა, რომლის სანაცვლოდ ტურინელები პირველ წელს 2 მილიონ ევროს, ხოლო მეორე წელს 8 მილიონ ევროს გადაიხდიან. 2022 წელს „იუვენტუსი“ ფეხბურთელს გამოისყიდის და „ფიორენტინა“ კიდევ 40 მილიონ ევროს მიიღებს. ამრიგად, გარიგების საფასურმა 50 მილიონი ევრო შეადგინა.

თუმცა, მანამდე კიეზამ „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, რადგან 2022 წელს ეწურება, თუმცა ესეც გადაწყვეტილია. უფრო მეტიც, ფედერიკოს ტურინში რამდენიმე საათში სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან.

სამაგიეროდ, „იუვენტუსს“ ტოვებს დუგლას კოშტა, რომელიც მიუხენის „ბაიერნში“ ბრუნდება. სწორედ ამ გარიგებამ გაუხსნა გზა კიეზას ტრანსფერს. დუგლასი გერმანულ გუნდს 3-წლიანი პაუზისშემდეგ უბრუნდება, რადგან „რეკორდმაისტერში“ 2015-2017 წლებში უკვე თამაშობდა და იქიდან გადავიდა „იუვეში“. ბრაზილიელი „ბაიერნში“ 1-წლიანი იჯარით გადავა და მისი გამოსყიდვის უფლება გერმანელებს არ ექნებათ.

„იუვენტუსის“ შესახებ კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ მატია დე შილიო „ლიონში“ გადადის. ცნობა ფრანგული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ჟუნიონიომ ოფიციალურად დაადასტურა. იტალიელ მცველს ტურინული გრანდი მარკოს ალონსოთი ან ემერსონ პალმიერით შეცვლის. ორივე მათგანი „ჩელსიში“ თამაშობს და ერთ-ერთი სულ მალე „იუვენტუსის“ წევრი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099866