ფეხბურთი

23:23 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის პოკერი: "ბაიერნმა" "ჰერტას" დრამატულად მოუგო (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნი“ ბოლო დროს ისეთი მრისხანე აღარ არის. ყოველშემთხვევაში ბოლო თამაშების ანგარიშები ამაზე მიანიშნებს. ჯერ იყო ევროპის სუპერთასზე „სევილიასთან“ დამატებით დროში მოგება, შემდეგ „ჰოფენჰაიმთან“ განადგურება (1:4), მერე გერმანის სუპერთასზე "დორტმუნდთან" გაჭირვებით მოგება და ახლა ბერლინის „ჰერტასთან“ რის ვაი-ვაგლახით გამარჯვება.

არადა, „ბაიერნი“ დამაჯერებელი იყო და თითქოს უპრობლემოდ უნდა ეჯობნა მეტოქისთვის, მაგრამ მთლიანობაში ბოლო წუთზე გატანილ პენალტ უნდა უმადლოდეს 3 ქულას. პენალტს და ცხადია რობერტ ლევანდოვსკის, რომელმაც პოკერი(!) შეასრულა.

პოლონელმა პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში გაიფორმა დუბლი და თავისიანები ორი ბურთით დააწინაურა. „ჰერტამ“ მალევე, ზუსტად 20 წუთში ჯონ კორდობასა და მათეუს კუნიას გოლებით გაათანაბრა. ლევანდოვსკი არ ისვენებდა და 85-ე წუთზე ისევ წინ გაიყვანა მიუნხენური გიგანტი. „ჰერტამ“ კვლავ გაათანაბრა, 88-ე წუთზე, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ბოლო წუთზე ლევანდოვსკიმ პენალტი გაიტანა, პოკერი შეასრულა და „ბაიერნმა“ 4:3 იმარჯვა.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა 7 ქულა დააგროვა და ლიდერთა ტრიოს („ლაიფციგი“, „აუგსბურგი“, „აინტრახტი“) კინკილა ქულა აშორებს.

„ვოლფსბურგი“ – „აუგსბურგი“ 0:0 (0:0)

„ბაიერნი“ – „ჰერტა 4:3 (1:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (40), 2:0 ლევანდოვსკი (51), 2:1 კორდობა (59), 2:2 კუნია (71), 3:2 ლევანდოვსკი (75), 3:3 ნგანკამი (88), 4:3 ლევანდოვსკი (90, პენ)

0.130428