ფეხბურთი

22:37 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას სადებიუტო გოლი "ლეხში" (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეექვსე ტურში ნიკა კაჭარავამ გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდის „ლეხმა“ „პიასტი“ 4:1 დაამარცხა და ჩვენებურმა 74-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა.

ნიკა ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მინდორზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. 74-ე წუთზე კი პენალტი დაარტყა და გოლიც გაიტანა. „ლეხში“ მან პირველად გამოიჩინა თავი.

„ლეხს“ 5 თამაში აქვს ჩატარებული, 8 ქულა დააგროვა და მეექვსე პოზიციას იკავებს.

0.155677