ფეხბურთი

19:03 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ "ახმატს" სუპერგოლი გაუტანა! (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მეათე ტურში ხვიჩა კვარაცხელია სუპერგოლი გაიტანა. „რუბინისა“ და გროზნოს „ახმატის“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულა და ანგარიში 19 წლის ქართველმა შემტევმა გახსნა.

გოლი მართლაც ბრწყინვალე გამოვიდა. ხვიჩამ მოედნის საკუთარი ნახევრიდან დაიწყო სირბილი, ცენტრში მეტოქეს ბურთი მოპარა და დრიბლინგით კარისკენ დაიძრა, ვერავინ გააჩერა და მეკარეც უშანსოდ დატოვა.

„ახმატი“ წაგებისგან გიორგი მელქაძემ იხსნა, რომელმაც მე-80 წუთზე პენალტით გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს. ალბათ არ გაგიკვირდებათ და, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს...

ხვიჩას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 თამაშში 2 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა და საქართველოს ნაკრებს ჩინებულ განწყობაზე უერთდება. „რუბინს“ 10 ტურის თავზე 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზეა.

0.164764