ფეხბურთი

18:49 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი ავსტრიის ჩემპიონატში

ავსტრიის ბუნდესლიგის მეოთხე ტურში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გრაცის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ალტახი“ 4:0 გაანადგურა და ოთარმა 73 წუთი ითამაშა.

24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა 41-ე წუთზე მოახერხა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა.

კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო „შტურმმა“ პირველად მოიგო და 6 ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112393