ფეხბურთი

12:05 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორიამ" 2016 წლის ევროპის ჩემპიონი დაიმატა

გენუის „სამპდორიამ“ პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ადრიენ სილვა დაიმატა. იტალიური გუნდის ვებგვერდის ცნობით, 31 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს და 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

სილვა ბოლო ორი სეზონი ფრანგულ „მონაკოში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ლესტერ სიტის“, „აკადემიკასა“ და ჰაიფას „მაკაბის“ ღირსებას იცავდა. კარიერის საუკეთესო წლები მან ლისაბონის „სპორტინგში“ გაატარა, სადაც 2007-2017 წლებში 235 მატჩში 39 გოლი გაიტანა.

პორტუგალიის ნაკრებში ადრიენ სილვამ 2014-2018 წლებში 26-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო 2016 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

0.11967