ფეხბურთი

10:29 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ულრაიხი გაასხვისა

მიუნხენის „ბაიერნი“ სვენ ულრაიხმა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.

ულრაიხი კარიერას „ჰამბურგში“ გააგრძელებს, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს.

32 წლის კიპერმა მიუნხენურ გიგანტში ბოლო 5 სეზონი გაატარა და მანუელ ნოიერის დუბლიორი იყო. ამ პერიოდში მან „ბაიერნში“ 70 თამაში ჩაატარა. მანამდე ულრაიხი „შტუტგარტში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122491