ფეხბურთი

2:18 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: "შალკეს" კატასტროფული მდგომარეობა

გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „ლაიფციგი“ მოექცა, რომელმაც გელზენკირხენის „შალკე“ გაანადგურა. საერთოდ, „ხუმარების“ ძლევამ თუნდაც დიდი ანგარიშით ბოლო დროს არავის უჭირს და რა გასაკვირია, რომ იულიან ნაგელსმანის საათივით აწყობილი გუნდიც არ ყოფილა გამონაკლისი.

„ლაიფციგმა“ პირველივე ტაიმში სამი გოლი გაიტანა, მატჩის მიწურულს მეოთხეც და საბოლოოდ, 4:0 იმარჯვა. „წითელი ხარები“ 7 ქულით ყველას უსწრებენ, „შალკე“ პირიქით - ყველას ჩამორჩება. გელზენკირხენელთა მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია, რადგან სამივე თააში წააგო, ერთადერთი გოლი გაიტანა და 15(!) გაუშვა...

დორტმუნდის „ბორუსიამ“ წინა ტურში წაგების შემდეგ რეაბილიტირება მოახერხა და საკუთარ მოედანზე „ფრაიბურგი“ განადგურა. ერლინგ ჰოლანდი ძველებურად ბრწყინავს და დუბლი შეასრულა.

„ჰოფენჰაიმი“ „ბაიერნის“ განადგურების შემდეგ ფრანკფურტში „აინტრახტს“ ესტუმრა და იგებდა, მაგრამ საბოლოოდ თვითონ დამარცხდა და მიმდინარე სეზონში პირველად დარჩა უქულოდ. „ბაიერნი“ ვახსენეთ და, მესამე ტურის მატჩს „რეკორდმაისტერი“ კვირას, შინ ბერლინის „ჰერტასთან“ გამართავს.

„ლაიფციგი“ – „შალკე“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 ბოზდოგანი (31, ა.გ), 2:0 ანხელინო (35), 3:0 ორბანი (45), 4:0 ჰალსტენბერგი (80, პენ)

„დორტმუნდი“ – „ფრაიბურგი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჰოლადი (31), 2:0 ემრე ჯანი (47), 3:0 ჰოლანდი (66), 4:0 პასლაკი (90)

„აინტრახტი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კრამარიჩი (18), 1:1 კამადა (54), 2:1 დოსტი (71)

„კიოლნი“ – „გლადბახი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 პლეა (14), 0:2 ლაინერი (16), 0:3 შტინდლი (56), 1:3 რექსბეჩაი (84)

„შტუტგარტი“ – „ლევერკუზენი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 შიკი (7), 1:1 კალაჯიჩი (76)

„ვერდერი“ – „არმინია“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბიტენკურტი (27)

„უნიონი“ – „მაინცი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 კრუზე (13), 2:0 ინგვარტსენი (49), 3:0 ფრიდრიხი (63), 4:0 პოიანპალო (64)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118312