ფეხბურთი

1:23 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბეტისი“ ისევ გალიდერდა

„ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალის“ მატჩის აფიშა თითქოს საინტერესო ორთაბრძოლას გვპირდებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ორივე გუნდმა ერთობ მოსაწყენი ფეხბურთი ითამაშა და მთელი 90 წუთის განავლობაში სულ რამდენიმეჯერ შეაწუხეს ერთმანეთი, ისიც უკბილოდ.

„ატლეტიკოს,“ წინა ტურში ჩვენი კარგად ნაცნობი „გრანადას“ განადგურების შემდეგ, თითქოს გოლების მარაგი ამოეწურა. „ვილიარეალს“ კი „კამპ ნოუზე“ შერცხვენის კვალად, სავარაუდოდ, მეტი აგრესია უნდა გამოეჩინა მადრდში. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა.

შედეგად, „ვილიარეალმა“ 8 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე დადგა, „ატლეტიკო“ კი 5 ქულით მეთერთმეტე საფეხურზეა, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ვალენსია“ რომ ძალიან არასტაბილურია, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. „ღამურებმა“ ვერაფერი დაუპირისპირეს „ბეტისს.“ თავიდან მასპინძლებს თითქოს არა უშავდათ, მაგრამ მალე ანდალუსიელებმა ისინი საკუთარ კართან მიიმწყვდიეს. „ვალენსიამ“ მაინც გაიტანა, თუმცა თამაშგარეს მიზეზით გაუუქმეს გოლი გედეშს.

სევილიელებმა კი თითო ტაიმში თითო ბურთი შეაგდეს და ცხრილის პირველ საფეხურზე დაბრუნდნენ. მაინც ამბიციური კაცია მათი დამრიგებელი, მანუელ პელეგრინი.

„ვალენსია“ კი მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა.

ესპანეთი

პრიმერა. 5 ტური. 3 ოქტომბერი

ატლეტიკო - ვილიარეალი 0:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“

ატლეტიკო: ობლაკი, ფელიპე, სავიჩი, ლოდი, ტრიპიერი, საული, კოკე (კარასკო 70), ტომასი, კორეა (ლიორენტე 70), ფელიში, სუარესი (კოშტა 70)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვილიარეალი: ასენხო, გასპარი, პაუ ტორესი, ალბიოლი, ესტუპინიანი, პარეხო, იბორა, ტრიგეროსი (კუბო 85), გომესი, მორენო, ალკასერი (ჩუკვეზე 72)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ლოდი (56); ალბიოლი (50), იბორა (79)

ვალენსია - ბეტისი 0:2

ვალენსია. „მესტალია.“

0:1 კანალესი (19), 0:2 ტელიო (74)

ვალენსია: დომენეკი, გაია, გილიამონი, დიახაბი, კორეა, გედეში (ბლანკო 56), კონდოგბია (სოლერი 81), ვასი, ხასონი (ლი კან ინი 56), გომესი, გამეირო (ვალიეხო 81)

მწვრთნელი: ხავი გარსია

ბეტისი: ხოელი, მორენო, სიდნეი, ბარტრა, ემერსონი, კანალესი, როდრიგესი, ტელიო (ხუანმი 90+2), ფეკირი (გუარდადო 90+2), ხოაკინი (კარვალიუ 81), სანაბრია (იგლესიასი 86)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: გედეში (12), გილიამონი (45); ბარტრა (2), კანალესი (53)

ვალიადოლიდი - ეიბარი 1:2

0:1 ბურგოსი (29 პენ), 1:1 ვილია (37), 1:2 როდრიგეში (90)

48-ე წუთზე გვარდიოლამ (ვალიადოლიდი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაძევება: პაპე დიოპი (73, ეიბარი)

ელჩე - უესკა 0:0

სოსიედადი - ხეტაფე 3:0

1:0 ოიარსაბალი (28 პენ), 2:0 მერინო (79), 3:0 პორტუ (81)

0.111022