ფეხბურთი

23:47 | 3.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რენმა" "იუვენტუსის" მცველი დაიმატა

ფრანგულმა „რენმა“ „იუვენტუსის“ მცველი დანიელე რუგანი დაიმატა. 26 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს უკვე ხელი მოაწერა და ინფორმაციაც ოფიციალურად დადასტურდა.

რუგანი „რენში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩებადა „იუვემ“ გარიგების სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევრო მიიღო. იტალიელ ფეხბურთელს „ნიუკასლისა“ და „ვალენსიას“ წინადადებებიც ჰქონდა, მაგრამ „რენი“ აირჩია, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს (ისტორიაში პირველად).

დანიელე რუგანი „იუვენტუსში“ 2015 წელს „ემპოლიდან“ დიდი მოლოდინით გადავიდა, მაგრამ განვლილ 5 წელიწადში ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა. მან 101 თამაში ჩაატარა ტურინულ გრანდში და 7 გოლი გაიტანა. 5-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, სამჯერ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო.

0.127025