ფეხბურთი

22:16 | 3.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისმა" ოქრიაშვილისა და ქვილითაიას გოლებით მოიგო (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ფამაგუსტას "ანორთოსისმა" გიორგი ქვილითაიასადა თორნიკე ოქრიაშვილის გოლებით ნიქოზიის "ოლიმპიაკოსი" 2:0 დაამარცხა. თავიდანვე გეტყვით, რომ ფამაგუსტელთა რიგებში გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს.

ანგარიში 23-ე წუთზე ქვილითაიამ გახსნა, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა, მაგრამ „ანორთოსისის“ მაისურით მეორე, რადგან მანამდე ევროპა ლიგაზე „ბაზელი“ დაამწუხრა. გიორგიმ ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო.

90-ე წუთზე საბოლოო ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა. თერთმეტმეტრიანი კი ქვილითაიამ მოიპოვა. სხვათა შორის, „ოქრი“ 4 გოლით კვიპროსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისს“ 5 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, სტუმრად ნეა სალამისთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111924