ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი რიან ბრიუსტერი კარიერას "შეფილდ იუნაიტედში' გააგრძელებს. "შეფილდ იუნაიტედმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 23.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, რაც კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერია.
ასევე ცნობილია, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში "ლივერპულს" უფლება ექნება ბრიუსტერი გამოისყიდოს, ხოლო თუ კლუბი რიანს გაყიდის მაშინ "წითლები" თანხის 15 პროცენტს მიიღებენ.
ბრიუსტერმა ვარჯიში "ჩელსის" აკადემიაში დაიწყო და 2015 წელს "ლივერპულში" გადავიდა. პირველ გუნდში რიანი 2018 წელს დააწინაურეს და მხოლოდ ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, გასული სეზონის ნახევარი რიანმა "სუონსიში" გაატარა და 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ბრიუსტერს ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.





