ფეხბურთი

20:10 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავას გოლი ყაზახეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ჯაბა კანკავამ გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და „ტობოლის“ ნახევარმცველმა „ჟეტისუს“ გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა - 2:0.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 53-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან კანკავამ დაარტყა და ანგარიში გახსნა. ჯაბას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ნიკა კვეკვესკირი კი მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე გამოჩნდა. „ტობოლი“ 11 მატჩში მოპოვებული 20 ქულით მესამეადგილზეა და ლიდერ „კაირატს“ 6 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115973