ფეხბურთი

2:12 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერ სიტიმ" პორტუგალიელი მცველი დაიმატა

„მანჩესტერ სიტიმ“ ლისაბონის „ბენფიკადან“ ნიჭიერი პორტუგალიელი მცველი რუბენ დიაში დაიმატა. „ქალაქელთა“ ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

რუბენმა "სიტიში" 3-ნომრიანი მაისური მოირგო და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარიც გააკეთა: „მჯერა, რომ აქ განვითარება შემიძლია, კლუბში, რომლის ამბიციები ჩემსას ემთხვევა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებული ვიყო და ტიტულები მოვიგო“.

23 წლის რუბენ დიაში „ბენფიკაში“ ბოლო სამი სეზონი თამაშობდა და 137 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 2019 წელს პორტუგალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 19-ჯერ ითამაშა.

„სიტიდან“ „ბენფიკაში“ გადავიდა 32 წლის არგენტინელი მცველი ნიკოლას ოტამენდი, რომელმაც ინგლისურ გუნდში 2015 წლიდან 210 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, ორ-ორჯერ პრემიერლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი, ხოლო ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

რუბენ დიაში „მანჩესტერ სიტის“ მესამე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ფერან ტორესისა და ნათან აკეს შემდეგ, ხოლო ოტამენდი ლეროი სანეს შემდეგ მეორე ცნობილი ფეხბურთელია, რომელმაც პეპ გვარდიოლას გუნდი დატოვა.

0.124707