ჩოგბურთი

1:46 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანიელმა თინეიჯერმა ჯენიფერ ბრეიდი დაამარცხა

საფრანგეთის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ტურნირიდან გასულმა დანიელმა კლარა ტაუსონმა, როლან გაროსის პირველივე წრეში, 6-4 3-6 9-7 დაამარცხა აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტი, ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი.

17 წლის დანიელს WTA-ს რეიტინგში 188-ე ადგილი უკავია. მაგრამ ტურნირზე 21-ე ნომრად განთესილ მეტოქესთან შეხვედრისას, ის დომინანტი ძალა იყო. ტაუსონი მძლავრად ურტყამდა და გაბედულად უტევდა. მესამე სეტში, როცა 5-6 აგებდა, ორი მატჩ პოინტი მოიგერია, შემდეგ თავად სამი გაანიავა, როცა 7-6 იგებდა. ბოლო მაშინ გააფუჭა, როცა დროპ შოტით ეცადა ქულის აღებას, მაგრამ ბურთი ბადეს მოხვდა და მის მოედანზე დავარდა.

მაგრამ ის არ დანებდა და მეტოქის მოწოდბაზე გეიმის მოგებას, საკუთარ გეიმში მეცხრე ქულის აღება მოაყოლა და შეხვედრას მეხუთე მატჩ პოინტის რეალიზებით დაუსვა წერტილი.

აღსანიშნავია, რომ ტაუსონი ტურნირზე მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ამერიკელი კოკო გოფის (16 წლის) და ტურნირზე უაილდ ქარდით მოხვედრილი ფრანგი ელსა ჟაკემოს (17 წლის) შემდეგ. მას მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის ადარებენ, თუმცა მიმომხილველები ამბობენ, რომ ტაუსონი უფრო აგრესიული სტილის მოთამაშეა. ეს ბრეიდსთან შეხვედრაშიც დადასტურდა - თამაშიდან 48 ქულა აიღო, მეტოქის 39-ს წინააღმდეგ.

მეორე წრეში ტაუსონს კვლავ ამერიკელი მეტოქე ეყოლება დანიელე კოლინზის სახით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122106