ფეხბურთი

0:33 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას პაკეტა საფრანგეთში ითამაშებს

„მილანის“ ფეხბურთელი ლუკას პაკეტა კარიერას ფრანგულ „ლიონში“ გააგრძელებს. როგორც იტალიური მედია წერს, ყველაფერი გადაწყვეტილია და ბრაზილიელი „ლომების“ რიგებში ითამაშებს.

პაკეტა უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებს და მილანელოს ბაზა დატოვა კიდეც. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბრაზილიელის გაყიდვით „მილანი“ მცველის დამატებას ცდილობს, რადგან პაოლო მალდინიმარაერთხელ აღნიშნა, რომ გუნდს დაცვაში გაძლიერება სჭირდება.

ლუკას პაკეტა „მილანს“ 2019 წლის იანვარში შეუერთდა და მას შემდეგ შავ-წითელი მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109293