ჩოგბურთი

22:12 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მერვე წაგება: ბასილაშვილი როლან გაროსზეც დამარცხდა (+VIDEO)

როლან გაროსს ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველ ჩოგბურთელს წარუმატებელი პერიოდი აქვს და როგორც ჩანს, ჯერჯერობით ძველებური ფორმის დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგის 84-ე ნომერ ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროს გაეჯიბრა და 2 საათსა და 7 წუთში სამ სეტში წააგო - 0:3.

ბასილაშვილმა სამხრეთ ამერიკელ მეტოქეს პირველ-ორ სეტში მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწია და 5:7, 4:6 დამარცხდა, ხოლო მესამე სეტში ბრძოლაც არ შედგა - 2:6. ბასილაშვილს ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა და ეისი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, ბრაზილიელს ორმაგი შეცდომა საერთოდ არ დაუშვია და 6-ჯერ ეისიც შეასრულა...

ამრიგად, ბასილაშვილი საფრანგეთის ღია ჩემპიონატს დაემშვიდობა. ნიკოლოზს კორონავირუსის პანდემიის მერე არ მოუგია, მისი წარუმატებელი სერია კი უკვე 8 მატჩამდე გაიზარდა.

ტიაგო მონტეირო - ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:0 (7:5, 6:4, 6:2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116991