ფეხბურთი

19:30 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელია გამოძახებული

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალისა (ბელარუსთან) და ერთა ლიგის მორიგი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

სლოვაკმა სპეციალისტმა უახლოესი სამი თამაშისთვის გუნდში 29 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის არიან ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, რომლებიც ნაკრებს სექტემბერში დააკლდნენ. სიაშია გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, თუმცა, უკვე ვარჯიშობს და მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

საქართველოს ნაკრები უახლოსი ციკლისთვის მზადებას 5 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს და 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება. სწორედ ეს თამაში გადაწყვეტს გვექნება თუ არა ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი და გამარჯვების შემთხვევაში 12 ნოემბერს, თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას ან კოსოვოს ვუმასპინძლებთ.

11 და 14 ოქტომბერს კი, ვლადიმირ ვაისის შეგირდებს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე-მეოთხე ტურის მატჩები ელოდება, შესაბამისად, ერევანში სომხეთისა და სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112311