ფეხბურთი

15:15 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა 2:5 წაგების შემდეგ: "ლესტერს" თამაში არ სურდა და საკუთარ საჯარიმოში იყო"

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის მესამე ტურში მოულოდნელი მარცხი იწვნია და „ეტიჰად სთედიუმზე“ „ლესტერ სიტისთან“ 2:5 წააგო. ნამატჩევს პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „ლესტერს“ თამაში არ სურდა...

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, სწრაფი გოლიც გავიტანეთ. „ლესტერი“ თავს ძალიან ღრმად იცავდა და ადვილი არ იყო. ვნერვიულობდით და სამი პენალტი ავიკიდეთ. ამიტომაც, წავაგეთ. ვინერვიულეთ, რადგან საგოლე მომენტებს ვერ ვქმნიდით, „ლესტერს“ კი თამაში არ სურდა და მხოლოდ კონტრშეტევებზე თამაში უნდოდა. ვიცოდი, რომ ათეულობით შანსს ვერ შევქმნიდით და რთული იქნებოდა, მაგრამ 5:2 მოგების მიუხედავად, „ლესტერი“ საკუთარ საჯარიმოში იყო. დანებებას არ ვაპირებთ, ვეცდებით გამოსავალი ვიპოვოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულა აქვს მოპოვებული, თუმცა სხვებთან შედარებით ჯერ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. ცნობისთვის, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა თამაშში 5 გოლი პირველად გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11529