ფეხბურთი

19:40 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" უძლეველი სერია "ჰოფენჰაიმთან" უშანსო წაგებით დასრულდა

მიუნხენის „ბაიერნი“ როგორც ჩანს უძლეველი გუნდი არაა. ყოველშემთხვევაში ჰანსი ფლიკის შეგირდები ზინსჰეიმში, „ჰოფენჰაიმთან“ ვერაფერს გახდნენ და სოლიდური სხვაობით 1:4 წააგეს.

„ბაიერნმა“ დეკემბერის შემდეგ პირველი მარცხი განიცადა და ზედიზედ 23-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა... „ჰოფენჰაიმის“ უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა - ერმინ ბიჩაკჩიკისა და მუნას დაბურის გოლებით დასაწყისშივე ორბურთიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. მართალია, მალევე კიმიხმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ბაიერნის“ დღე უბრალოდ არ იყო.

მეორე ნახევარში „სოფლელების“ რიგებში ანდრეი კრამარიჩმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბუნდესლიგას ორი ტურის შემდეგ „ჰოფენჰაიმი“ და „აუგსბურგი“ 6-6 ქულით ლიდერობენ, ხოლო „ბაიერნი“ 3 ქულით მეექვსე ადგილზეა.

„ჰოფენჰაიმი“ – „ბაიერნი“ 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 ბიჩაკჩიჩი (16), 2:0 დაბური (24), 2:1 კიმიხი (36), 3:1 კრამარიჩი (77), 4:1 კრამარიჩი (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104332