ფეხბურთი

17:20 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძის წარმატებული დებიუტი "ალმერიაში"

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძემ ესპანურ ლა ლიგა 2-ში პირველად ითამაშა. სეგუნდაში სეზონი უკვე სამი ტურია დაიწყო, მაგრამ „ალმერიამ“ სადებიუტო შეხვედრა დღეს ჩაატარა, რადგან გასული სეზონი სხვებთან შედარებით გვიან დაასრულა პლეი-ოფში თამაშის გამო და შესაბამისად, ეს სეზონიც გვიან დაიწყო.

„ალმერია“ „ლუგოს“ ესტუმრა და საკმაოდ ადვილად, 2:0 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში კაცნაკლული თამაშობდა.

მაკარიძემ შეუცვლელად ითამაშა და კარიც მშრალად დაიცვა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ „ლუგოს“ ფეხბურთელების კარის ჩარჩოში ზუსტი დარტყმა არ განუხორციელებიათ.

შეგახსენებთ, გიორგი მაკარიძე „ალმერიას“ პორტუგალიური „სეტუბალიდან“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114804