კალათბურთი

11:41 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის სამმაგი დუბლი და "ლეიკერსი" სუპერფინალშია (+VIDEO)

„ლეიკერსი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალშია. ლოს ანჯელესელებმა „დენვერს“ სერიის მეხუთე მატჩში 117:107 აჯობეს და სერია 4:1 მოიგეს.

ფანტასტიკური იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 38 ქულა, 16 მოხსნა და 10 პასი. „ლეიკერსის“ ბოლო კალათბურთელი, რომელმაც პლეი-ოფში მსგავსი შედეგიანი სამმაგი შეასრულა ჯეიმს ვორთი იყო 1987 წელს (36 ქულა, 16 მოხსნა, 10 პასი).

ენტონი დევისმა 27 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა საკუთარ გუნდს, ხოლო „დენვერის“ რიგებში ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა 20 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით.

ამრიგად, „ლეიკერსი“ სუპერფინალში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ხოლო ლებრონი ბოლო 10 წელიწადში სუპერფინალში მეცხრედ ითამაშებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111644