კალათბურთი

21:47 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

43 ქულა 10 წუთში: "ტენერიფეს" გმირობა და შერმადინის MVP-ის ტიტული

ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ „მურსიას“ ესტუმრა 84:82 იმარჯვა. თამაში საოცრად დრამატული და დაძაბული გამოდგა. ქართველი ცენტრის გუნდი ბოლო პერიოდის წინ 17-ქულიანი სხვაობით აგებდა და თითქოს სეზონში პირველი მარცხიც გარდაუვალი იყო.

თუმცა, დასკვნით ათწუთეულში კანარიელებმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს, ბოლო პერიოდი 43:24 და შეხვედრა 84:82 მოიგეს. გადამწყვეტი ორქულიანი სტუმრებმა საფინალო სირენის ხმასთან ერთად ჩააგდეს.

გიორგი შერმადინი ზედიზედ მეორედ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქარველმა ცენტრმა 21:07 წუთში 18 ქულა, 4 მოხნსა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი (86%) და 8-დან 6 საჯარიმო (75%) ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

„იბეროსტარ ტენერიფე“ სამი ტურის თავზე სამი მოგებით ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილის სათავეშია და მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს, შინ „ფუენლაბრადას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112675