ფეხბურთი

1:45 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "როტორს" ზედიზედ მესამე მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს

ვოლგოგრადის „როტორს“ ზედიზედ მესამე შეხვედრაში ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა. რუსულ კლუბში კორონავირუსის პანდემიაა გავრცელებული და თამაშს ვერ ახერხებს.

ალექსანდრ ხაცკევიჩის გუნდს ჯერ რუსეთის პრემიერლიგაში „კრასნოდართან“ და „როსტოვთან“ ჩაუთვალეს წაგება, ხოლო ამჯერად, რუსეთის თასზე სტავროპოლის „დინამოსთან“ გამოუცხადებლობის გამო დაისაჯა.

საინტერესოა, რომ „როტორი“ 14 ფეხბურთელით ვარჯიშობს და მათ შორის, ორი მოთამაშე ახალგაზრდული გუნდიდან დაიმატეს. ვოლგოგრადელები ყაზანის „რუბინთან“ მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც 27 სექტემბერს გაიმართება.

„როტორში“ დაინფიცრებულ ფეხბურთელთა შორის ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი და ზურიკო დავითაშვილი არიან. ქართველების გუნდი პრემიერლიგაში 2 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია და ბოლო ადგილზეა.

0.112511