ფეხბურთი

20:20 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო. კვირეულის პირველი აქტივობა 25 სექტემბერს, #WePlayStrong - საქართველოს ფარგლებში ქალაქ გორში გაიმართა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 60-მდე გოგონამ მიიღო.

აღნიშნული აქტივობით, გორში #WePlayStrong კამპანიის ახალი ლოკაცია შეიქმნა. მთელი წლის განმავლობაში პროგრამის მონაწილე გოგონებს რეგულარულ ყოველკვირეულ საფეხბურთო ვარჯიშებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სალომე ხუბულური და ქალთა საფეხბურთო გუნდის "გორი იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი რიჩარდ ოიებადე ჩაუტარებენ.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ #WePlayStong საფეხბურთო ფესტივალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და ნიკა ჯღარკავა დაესწრნენ და გოგონებთან ერთად საფეხბურთო ვარჯიშებში ჩაერთნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112095