ფეხბურთი

12:32 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დიეგო გოდინი "კალიარის" ფეხბურთელია

ვეტერანი ურუგვაელი ფეხბურთელი დიეგო გოდინი „კალიარის“ ფეხბურთელია. სარდინიულმა გუნდმა ტრანსფერი საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა.

გოდინმა „კალიარისთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის კუნძულელებს მილანის „ინტერიდან“ შეუერთდა, სადაც ბოლო სეზონი გაატარა.

34 წლის ურუგვაელი ანტონიო კონტეს გეგმაში არ შედიოდა და გასულ სეზონში „ნერაძურის“ ღირსება 36 მატჩში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სერია A-ში მას მხოლოდ 23-ჯერ მიეცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა.

გოდინს კარიერის საუკეთესო წლები (2010-2019) მადრიდის „ატლეტიკოში“ აქვს გატარებული, მანამდე კი „ვილიარეალის“, „ნასიონალისა“ „სეროს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106927