ფეხბურთი

20:55 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" და "დინამოს" ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს ითამაშებენ. დინამოელები სტუმრად ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკს“ შეხვდებიან, ხოლო „ლოკომოტივი“ ესპანეთში „გრანადას“ სტუმრობს.

ორივე მატჩის მონაწილე ოთხივე გუნდის ძირითადი შემადგენლობები ცნობილია:

„გრანადა“ – „ლოკომოტივი“

„გრანადა“ (4-2-3-1): რუი სილვა; დიას ვიქტორი, სანჩესი, ვალეხო, ნევა; მილა, გონალონსი; კენედი, მონტორო, მაჩისი; სოლდადო

„ლოკომოტივი“ (4-3-3): მამარდაშვილი; გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა; სამურკასოვი, შონია, დარცმელია; კირკიტაძე, სიხარულიძე, იმრანი

„კლაკსვიკი“ – „დინამო თბილისი“

„კლაკსვიკი“ (5-4-1): იოენსენი; კლეტსკარდი, ფაერო, ვანტსდალი, ბრინკი, ანდრეასენი; დანიელსენი, პავლოვიჩი, ბიარტალო, იოჰანსენი; მიდტსკოგენი

„დინამო თბილისი“ (4-2-3-1): კვასხვაძე; იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე; პაპავა, ქარდავა; ორშულა, ზარია, ქავთარაძე; გაბედავა

ეს მატჩები თბილისის დროით 22:00 საათზე ერთმანეთის პარალელურად დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12122