ფეხბურთი

11:23 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰავერცის პირველი ჰეთ თრიქი

„ჩელსის“ ახალწვეულმა, კაი ჰავერცმა, ინგლისის ლიგის თასის მატჩში, „ბარნსლის“ წინააღმდეგ (6:0), სამი გოლი გაიტანა. პორტალ Opta Sport-ის ცნობით, ეს 21 წლის გერმანელის პირველი ჰეთ თრიქია მოზრდილთა შეჯიბრებებში. ჯამში კი მან სულ 153 მატჩი ითამაშა „ლევერკუზენსა“ და „ჩელსიში.“

ჰავერცი ლონდონურ კლუბში ამ ზაფხულს გადაბარგდა „ბაიერიდან“. „არისტოკრატებმა“ მასში 80 მილიონი (პლუს 20 მილიონი ბონუსად) ევრო გადაიხადა. კონტრაქტი ხუთწლიანია.

„შესანიშნავად გაირჯა. ეს მისი პირველი დიდებული საღამო იყო. იმედია, ასეთი ბევრი იქნება.“ - თქვა შემდეგ „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა.

შეგახსენებთ, რომ ჰავერცი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111985