ფეხბურთი

22:34 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" მცველს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მილანის" ბრაზილიელ მცველს ლეო დუარტეს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

იტალიური კლუბის ვებგვერდი ასევე იუწყება, რომ სამხრეთამერიკელის გარდა კორონავირუსზე ტესტი გუნდის წევრებმა და სტაფის წარმომადგენლებმაც გაიკეთეს, თუმცა ყველას პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

"მილანი" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს "ბოდო გლიმტის" წინააღმდეგ ხვალ ჩაატარებს. ფეხბურთელები კორონავირუსზე ტესტს კვლავ გაიკეთებენ და კლუბი ადგილობრივი რეკომენდაციებით იხელმძღვანელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114043